Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ასოც. პროფესორ ნანა გელაშვილის წიგნის "ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები" პრეზენტაცია

2023 წლის 4 დეკემბერს,15 საათზე,  თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში,  გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის მიმართულების სინოლოგიისა და იაპონისტიკის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის, ასოც. პროფესორ ნანა გელაშვილის, წიგნის "ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები" პრეზენტაცია. ნაშრომში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოდგენილია ჩინეთის ისტორიული დედაქალაქების წარმოშობისა და განვითარების ისტორია  საუკუნეთა ჭრილში, მათი უმთავრესი ცივილიზაციური მონაპოვრები.  ჩინური ქალაქთმშენებლობის ტრადიციები და არქიტექტურის სპეციფიკური მახასიათებლები. გაანალიზებულია თითოეულ ქალაქთან დაკავშირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურული და იდეოლოგიური პროცესები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

 

 წიგნი ეძღვნება საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.